Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    სამუშაო შეხვედრა USAID „განათლება მომავლისთვის“ პროგრამის ფარგლებში

    2024 წლის 17 და 18 იანვარს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე USAID „განათლება მომავლისთვის“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: სწავლის უნივერსალური დიზაინი (UDL).

     

    USAID განათლება მომავლისთვის პროგრამა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური დახმარებით ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადებისა და განათლების მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას.

     

    სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლის, ასოცირებული პროფესორი და სამაგისტრო პრგრამების მიმართულების დირექტორის მოადგილე ელიზაბეტ ფრიასი.

    სამუშაო შეხვედრა ძირითადად შეეხებოდა ისეთ საკითხებს როგორებიცაა:

     

    • სწავლის უნივერსალური დიზაინის (UDL) ძირითადი ელემენტები;
    • ტრადიციული სწავლება VS სწავლის უნივერსალური დიზაინი (UDL);
    • UDL-ის გამოყენება კურიკულუმის კომპონენტებში;
    • UDL -ის მაგალითები ზოგად განათლებაში;
    • UDL-ის გამოყენება შეფასების კომპონენტში;
    • UDL-ის მაგალითები ASU-ის განათლების სკოლის მასწავლებლის მომზადების პროგრამაში;
    • მასწავლებლის მომზადების პროგრამის სილაბუსის შეფასება UDL-ის რუბრიკაზე დაყრდნობით.